22 აგვისტო 2026,   02:16
ვრცლად
სიმაღლეში ზრდის ოპერაცია, რისკები, გართულებები და შედეგები - ვინ არის პირველი ქართველი, რომელიც 32 წლის ასაკში ქირურგიული მეთოდით 9 სანტიმეტრით გაიზარდა

იმედი არ დაკარგა და 36 წლის ასაკში ბავშვობის ოცნება აიხდინა - ირაკლი არჩვაძე პირველი ქართველია, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია გაიკეთა.

დიდი კვლევის შემდეგ დაიგეგმა ოპერაცია, რომელიც 2 საათს გაგრძელდა. ქირურგიული ჩარევისას, სიმაღლეში ზრდის შერჩეული მეთოდის მიხედვით, მოხდა ბარძაყის ძვლების სიმეტრიულად გადატეხვა და ხელოვნური იმპლანტების ჩასმა.

პროცესი ხანგრძლივია - 3-დან 4 თვემდე. ზრდის პერიოდში სირთულეც ბევრია, ტკივილი, აკრძალვები და სარეაბილიტაციო პროცედურები. სიმაღლეში ზრდის ოპერაციას თან სდევს რისკებიც.

სიმაღლეში ზრდის ოპერაციით გარანტიას იძლევიან, მინიმუმ, 5 სანტიმეტრზე, რეკორდული მაჩვენებელი +15 სანტიმეტრია. ქართველი პაციენტის შედეგი კი 9 სანტიმეტრი და 2 მილიმეტრია.

სამშობლოში ახალი დაბრუნებულია და ახლა ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.

ცვლილებას არ მალავს, იქნებ ეს იყოს ინსპირაციაა მათთვის, ვინც ისევე ოცნებობს სიმაღლეზე, როგორც ის ოპერაციამდე.

თუკი ადამიანი აქამდე ბიოლოგიური სიმაღლის პიკს საშუალოდ 18 წლამდე აღწევდა, თანამედროვე მედიცინის ჩარევით, ეს უკვე ნებისმიერ ასაკში შეიძლება, მაგრამ ამისთვის გარდა ფიზიკური და მენტალური მომზადებისა, საჭიროა ფინანსური მზაობაც.

დღის ამბები