აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით დაფინანსებული ობიექტები დაათვალიერა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
მთავრობის თავმჯდომარე ობიექტების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.