ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას იწყებს. "ეტიჰად ეარვეისმა" პირველადი განაცხადი უკვე წარადგინა. გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია აბუდაბი-თბილისი-აბუდაბის რესისს 2026 წლის მარტიდან შესარულებს.
კიდევ ერთი ახალი საჰაერო მიმართულება აბუ დაბიში არა მხოლოდ დამატებითი კავშირია ორ ქვეყანას შორის, არამედ საქართველოს ტურისტული სექტორისთვის რეალური შესაძლებლობების ფანჯარა. სექტორში ამბობენ, რომ მოთხოვნა მაღალია, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი კი წლიდან წლამდე მზარდია.
"სქაიტრაქსის" შეფასებით ,"ეტიჰად ეარვეისი" მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ავიაკომპანიაა, რომელიც მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით გამორჩევა. ტოპ ავიაკომპანიის შემოსვლა ავიაციის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის.
ეკონომის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საჰაერო დაკავშირებადობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ავიაკომპანია "ეტიჰად ეარვეისი" შემდეგი წლის მარტიდან ყოველდღიურად შეასრულებს ფრენებს თბილისსა და აბუდაბის შორის. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
ავტორი: სიმონ შანავა