ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს განათლების მინისტრი ეწვია. აქ ტარდება როგორც აბიტურიენტების გამოცდები ლიტერატურაში, ასევე პედაგოგების გამოცდები მუსიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. წელს სულ 80 000-მდე გამოსაცდელია რეგისტრირებული.
"საგამოცდო სივრცე მოწყობილია მაქსიმალურად იმ სტანდარტით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი, მარტივი გარემოს არსებობს, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა. მობილიზებულია ყველა სამსახური, იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საქართველოში, წარიმართოს უმაღლესი სტანდარტით," - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.