ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ესენია:
"გახარია საქართველოსთვის" – ნომერი 25.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" (შემოკლებული დასახელება მპგ "ქართული ოცნება") – ნომერი 41.
"ძლიერი საქართველო–ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" – ნომერი 9.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" (შემოკლებული დასახელება "გირჩი") – ნომერი 36.
"ერთიანობა–ნაციონალური მოძრაობა" (შემოკლებული დასახელება "ერთიანობა–ენმ") – ნომერი 5.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (შემოკლებული დასახელება "საქართველოს პატრიოტები") – ნომერი 8.
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა" – ნომერი 4.