18 აგვისტო 2026,   05:21
ვრცლად
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრი წელს უკვე მეექვსე ნაკადს მასპინძლობს

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრი, წელს უკვე მეექვსე ნაკადს მასპინძლობს. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში, მონაწილეებმა კვალიფიციური ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, გაიარეს რეალურ სიტუაციებზე ადაპტირებული პრაქტიკული მომზადება.

კურსი ჩაატარა ორგანიზაციამ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის".

მოხალისეები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმბოლური მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

დღის ამბები