საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე გამოძიების დაწყება სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირი დავალებაა და მისი არსია, რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოძიება.
პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები უჩეულოდ ჩუმად არიან.
"რა თქმა უნდა, არის პროცედურები, რომლებიც მიმდინარეობს და რაც საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები ჩუმად არიან. პირიქით, ხედავთ, რომ ამ მხრივ ისინი თითქოს ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირი დავალებაა. გადაწყვეტილების არსია, რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოძიება. გამოძიება ტარდება და რა შედეგები დადგება, ამას ვნახავთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.