ორი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებში მონაწილეობისა და რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ცესკო-ში განცხადება 17 ივლისამდე უნდა შეიტანონ. შეიცვლიან თუ არა გადაწყვეტილებას პარტიები? ეს მალე გაირკვევა, მანამდე კი შექმნილ პოლიტიკურ ალიანსს მათი ოპონენტები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი ამ ნაბიჯს აკრიტიკებს და განაგრძობს ბოიკოტს.
"ქართული ოცნება" კი კონკურენტების გამარჯვებას სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით, ოპოზიცია გარე მოვლენებზეა დამოკიდებული და რეალურ კონკურენციას გაურბის.
"არაფრისმომცემი ალიანსი და ერთობაა - შედეგობრივად ის ვერაფერს სასიკეთოს ამ რადიკალური ძალებისთვის ვერ მოიტანს, მაგრამ ეს კიდევ კარგად აჩვენებს იმ მცდელობას ქვეყნის ფარგლებს გარედან. აქ ინსცენირება მოახდინონ თითქოს და შუაშისტური ძალების გამოყოფის. "გახარიებს“ და "ნაცმოძრაობას“ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ არაჩვეულებრივი ერთობა და პოლიტიკური ქორწინება, "ლელო“ და ხაზარაძე-ჯაფარიძე, "ნაცმოძრაობის“ ყოფილი ბანკირები და ჯიბეები რომ დღეს ვერაფრით ვერ იქნება "ნაცმოძრაობიდან“ გამიჯნული, ესეც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. თუმცა არის ამის მცდელობა, რომ ამ საზოგადოებისთვის ტყუილით მოხვდეს რაღაც ბენეფიტების და უპირატესობის მონიჭება, რომელსაც აბსოლუტურად უშედეგო საბოლოო ფინიში ექნება. 64-ვე მუნიციპალიტეტში ექნებათ ძალიან მძიმე დამარცხება რადიკალებს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.