მთაწმინდის პარკში, ტრადიციულად, ნაყინის ფესტივალი იმართება. პარკის მთავარ მოედანზე გაშლილია ადგილობრივი და საერთაშორისო მეწარმეების მრავალფეროვანი პროდუქცია.
ნაყინის მრავალფეროვნებასთან ერთად, სტუმრებს დახვდებათ გასართობი ღონისძიებები, ანიმატორების სახალისო თამაშები, ტაილანდური შემწვარი ნაყინის მასტერკლასები და პრიზების გათამაშებები.
ღონისძიება 19:00 საათამდე გაგრძელდება.