23 აგვისტო 2026,   20:24
ვრცლად
"ძალიან ხშირად თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ ინტერესებთან" - მაკა ბოჭორიშვილი

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ ყველაფრის მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ძალიან ხშირად თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ ინტერესებთან. 

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ ყველაფრის მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება, ევროპული მხრიდან თავად საუბარს იმაზე, თუ სად იხარჯება ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ევროპელი მოქალაქეებისთვის - იცოდნენ, თუ რაში იხარჯება ფული, იცოდნენ, თუ რაში იხარჯება ის რესურსი, რომელიც ვითომ უნდა მოხმარდეს საერთო ევროპულ ინტერესებს. სინამდვილეში, ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის, მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ ინტერესებთან," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები