23 აგვისტო 2026,   18:45
ვრცლად
"ლელოს" გადაწყვეტილებაზე მხოლოდ არგუმენტები იმოქმედებს. გვაქვს არგუმენტები ვთქვათ რატომ უნდა მივიღოთ უფრო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში. თუ შეიძლება იბრძოლო, არ უნდა თქვა არც ერთ ბრძოლის ველზე უარი" - ირაკლი კუპრაძე

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ლელოს" გადაწყვეტილებაზე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მხოლოდ არგუმენტები იმოქმედებს.

როგორც კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მათ აქვთ არგუმენტები, რატომ უნდა მიიღონ უფრო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში.

"ლელოს" გადაწყვეტილებაზე მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები იმოქმედებს. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ვთქვათ რატომ უნდა მივიღოთ უფრო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში. ჩვენ ამას როგორც სტანდარტულ არჩევნებს არ ვუყურებთ, ვუყურებთ როგორც ბრძოლის ველს, სადაც მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი წუხილები და პოზიცია აქტიურად. ეს არის კამპანიის შესაძლებლობა, მათ შორის, საპროტესტო მუხტის გაძლიერების შესაძლებლობა, რუსთაველის გამზირის გაძლიერების შესაძლებლობა. გააჩნია ამას როგორ დაინახავ და როგორ დაგეგმავ. ამ არგუმენტებს აუცილებლად ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს. მაგალითად: სიპებში და აიპებში, მერიის დაქვემდებარებულ უწყებებში 40 000-მდე საჯარო მოხელე მუშაობს, რომლებიც რეპრესიის მსხვერპლი არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ პერიოდულად, თბილისის მერი სიამაყით აცხადებს, რომ გაათავისუფლეს სამსახურებიდან რიგი ადამიანები. მათაც სჭირდებათ გათავისუფლება და დახმარება. ის რეპრესია, რომელსაც იყენებს მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის დონეზე, ის შერჩევითი სამართალი სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით, ის შერჩევითი სამართალი ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამას პარტიულ მექანიზმად იყენებს "ქართული ოცნება". თუ შეიძლება იბრძოლო და შეხვიდე წინააღმდეგობაში, არ უნდა თქვა არც ერთ ბრძოლის ველზე უარი, რომელიც საქართველოს მოქალაქის წუხილებზეა აგებული. ეს წუხილები მრავალმხრივია", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები