24 აგვისტო 2026,   12:13
ვრცლად
ჩანაწერი ეუთოს რეზოლუციაში, რომელიც სირიას მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება - ოფიციალური თბილისის ინიციატივა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. სირიის შესახებ რეზოლუციის ავტორი ჯო უილსონი იყო. თუმცა, ამერიკელი კონგრესმენის დოკუმენტის ტექსტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე არაფერი ეწერა.

სირიის ახალ მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება, ოპოზიციამ 23 იანვარს, სწორედ ჯო უილსონის დახმარებით წერილობით სთხოვა. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებისა და მათი ამერიკელი მხარდამჭერის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

"ჯო უილსონისა და ხელისუფლების ოპონენტების ერთობლივი პიარგეგმა ჩავარდა", - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. დეპუტატების თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჯო უილსონის უშინაარსო ტექსტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციისა და მისი უცხოელი მხარდამჭერებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები უმნიშვნელოა.

​პორტუგალიაში მიმდინარე სესიის დასრულების შემდეგ ანგარიში გამოქვეყნდება, რომლითაც "ქართული ოცნების" ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიას აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

დღის ამბები