23 აგვისტო 2026,   12:09
ვრცლად
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი FARA-სა და გრანტების შესახებ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი FARA-სა და გრანტების შესახებ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. რაჟდენ კუპრაშვილმა კანონის აღსრულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და არასამთავრობოებს თანამშრომლობა შესთავაზა.

მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაბიჯებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ორი დღის განმავლობაში, ბიუროს ხელმძღვანელი 400-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდება.

"ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელსაც ეხება ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც უკავშირდება, ამ შემთხვევაში, გრანტების კანონს. დღეს და ხვალ გვექნება დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. სამუშაო ფორმატში განვიხილავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, იმ მონიტორინგის რეგულაციებს, რომელიც კანონს აქვს განსაზღვრული და ვფიქრობ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეთავაზებას იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად გაუადვილებს, სანდოს და პატივსაცემს გახდის მათ სამუშაოებს, გამოიყენებს ყველა ეს ორგანიზაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტებს - "ფარას" კანონს და გრანტების შესახებ კანონს, ბევრი მომხრე ჰყავს, მხარს უჭერენ ის ორგანიზაციები, ვისაც სურს, იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ, ის ორგანიზაციები, ვინც არ უჭერს მხარს გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ეწევიან შეფარულ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, ეს არ არის დემოკრატიული და ევროპული სტანდარტი. ასევე, ცრუა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას. ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და დღევანდელი საქმიანი შეხვედრის ფორმატში ჩვენ გვექნება ამ ორგანიზაციებთან და აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

დღის ამბები