23 აგვისტო 2026,   17:34
ვრცლად
ხანძარი ასპინძაში - ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

ასპინძაში, ორსართულიან საცხოვრებელ კორპუს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღის ამბები