10 აგვისტო 2026,   10:37
ვრცლად
23 შეკვრა გამომშრალი მარიხუანა და ელექტრო სასწორი - "კურიერის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს, მარიხუანას რეალიზაციისთვის სქემა წინასწარ ჰქონდა შემუშავებული

6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, სამალავებიდან პოლიციამ მანამდე ამოიღო, სანამ მომხმარებელი იპოვიდა. ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი სამართალდამცველებმა, რამდენიმე წუთით ადრე აღკვეთეს და გასაღების მომზადებისთვის 35 წლის მამაკაცი დააკავეს.

გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი, პოლიციამ დაკავებულის სახლის და ავტომობილის ჩხრეკის დროსაც ამოიღო. 23 შეკვრა გამომშრალი მარიხუანა და ელექტრო სასწორი, ნარკოდანაშაულის საქმეში, ნივთმტკიცების სახით დევს.

საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ ავჭალის დასახლებაში, დადიანის ქუჩაზე გაატარა. ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილები სახლთან ახლოს ქუჩაში დაადეს. დაკავებულს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მომზადება ედება ბრალად.

"კურიერის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს, მარიხუანას რეალიზაციისთვის სქემა წინასწარ ჰქონდა შემუშავებული. შექმნა შესაბამისი სახელწოდებით, "ტელეგრამ" ჯგუფი, დამატებული ჰყავდა მომხმარებლები, კლიენტებს პირისპირ არ ხვდებოდა, ნარკოტიკის გასაყიდად მხოლოდ ე.წ დადების მეთოდს იყენებდა.

მომხმარებლისთვის სასურველი რაოდენობის ნარკოტიკს აფასოებდა, წინასწარ შერჩეულ ადგილას დებდა და ე.წ ფაქტს ფოტოს უღებდა. კლიენტს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტით უგზავნიდა.

35 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, სხვა დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს.

35 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები