25 აგვისტო 2026,   15:24
ვრცლად
"საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა აღარ ექვემდებარება იმ უხვ დეზინფორმაციას, რომელიც დღესაც არის იარაღი "დიფ სტეითის" ხელში" - გურამ მაჭარაშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს. შათირიშვილი "დიფ სთეითის" გეგმებზე და ხელისუფლების შეცვლის სურვილზე საუბრობს. წერს, რომ "დიფ სთეითის" სცენარით, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის, შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართული დიპლომატები.

შათირიშვილის განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოება აღარ ექვემდებარება იმ უხვ დეზინფორმაციას, რომელიც იარაღია "დიფ სტეითის" ხელში.

"დიფ სთეითის" სტილი არის ასეთი. ჯერ დეზინფორმაციით გააჯერებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ ვითომ უბედურება ხდება, შემდეგ აამოქმედებს თავის "ენჯეოებს" იქ, რომელსაც აფინანსებ, ვითომ იქ დემოკრატიული ინსტიტუტები აღარ მუშაობენ, შემდეგ ალაპარაკებენ ევროპარლამენტში თავის დაქირავებულ ევროპარლამენტარებს და ამის შემდგომ მიდის ზეწოლა ხელისუფლებაზე.

სამწუხარო ის არის, რომ ეს მექანიზმი რომ ამუშავდება მერე საზოგადოება, იმ ქვეყანაში მორალურად ვეღარ უჭერს მხარს იმ ხელისუფლებას და უკანონოდ ცვლიან ხელისუფლებას - ეს არის სტილი.

ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს, საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა აღარ ექვემდებარება იმ უხვ დეზინფორმაციას, რომელიც დღესაც არის იარაღი "დიფ სტეითის" ხელში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები