22 აგვისტო 2026,   09:37
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს "წითელი ნუსხისა“ და "წითელი წიგნის" შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხახუბიას განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტებით გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის, ლიცენზიები და ნებართვები თავმოყრილი იქნება ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კანონპროექტის მიზანია ავტორიზაციის პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მიღების პროცესს.

ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების შედეგად, შეიცვალა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულება და შესაბამისობაში მოვიდა ახალ რეგლამენტთან.

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დღის ამბები