22 აგვისტო 2026,   07:02
ვრცლად
ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ შეიცვლის პოზიციას და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, სისტემური ოპოზიცია იქნება - ირაკლი ფავლენიშვილი "ლელოზე" და გახარიას პარტიაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, თუ "ლელო" და გახარიას პარტია პოზიციას არ შეიცვლიან და მაინც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისინი არა ოპოზიციური პარტიები, არამედ "სისტემური ოპოზიცია" იქნებიან.

როგორც ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, თუ დემოკრატიული თამაშის წესებით ხელისუფლებას კამუფლაჟის შექმნაში დაეხმარებიან, ისინი სისტემური ოპოზიცია გახდებიან.

"ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ შეიცვლის პოზიციას და მიიღებს მონაწილეობას სპეცოპერაციაში, რა თქმა უნდა, სისტემური ოპოზიცია იქნება. დიქტატურას საარჩევნო ოპოზიცია ვერ ეყოლება. თუ დემოკრატიული თამაშის წესებით ამ კამუფლაჟს შექმნაში მიიღებ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში, შენ სისტემური ოპოზიცია ხარ. ცალსახად ვიძახი, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა ფორმები და ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნებში წასვლას აზრი არ აქვს და ამ ყველაფრის ფონზე, [თუ "ლელო" და გახარიას პარტია] მონაწილეობას მიიღებს, ოპოზიცია არ ერქმევა. ვინც დემოკრატიის ვიზუალის შექმნაში დაეხმარება, რა თქმა უნდა, ითამაშებს "ქოცურ" თამაშს. ეგრე ლუკაშენკოც და პუტინიც ატარებს არჩევნებს, მაგრამ სისტემური ოპოზიციის გარდა არავინ არ ირებს მონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები