ოპოზიციის არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებზე გმსახურობენ მმართველ გუნდში, სადაც მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები, ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს, დავალებებს, მხოლოდ უცხოელი დამფინანსებლებისგან იღებენ და სწორედ მათი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებენ.
"არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას თუ საბოტაჟს გამოუცხადებენ არჩევნებს, რა საკვირველია ამით მათი მიზანი არ იცვლება. იმის მაგივრად, რომ თუნდაც საგარეო მხარდამჭერები ისხდნენ ამ ოპოზიციურ პარტიებთან, ეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა არ ნიშნავს ქუჩაში ცეცხლის დანთებას, მხარს უჭერდნენ იმას, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ვითარდებოდეს საქართველოში, მხოლოდ ერთს ლამობენ, როგორმე, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლების შეთქმულთა გაერთიანებაში შეიკრა, ისეთი პოზიცია დაიკავონ, რომელიც დააზიანებს ქვეყანას. ერთმანეთში ეს ვითომდა დაპირისპირება საერთო მიზანს ემსახურება - როგორ შეიძლება ქვეყანა უკეთ დააზიანონ და დესტაბილიზაციის პროცესები განავითარონ. არაფერი აქვთ შესათავაზებელი ხალხისათვის. შიმშილობა როგორც ასეთი ფორმა არსებობს, მაგრამ გააჩნია ვინ შიმშილობს, გააჩნია რა მოთხოვნები აქვს და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ერთ მოთხოვნას - საქართველო უნდა იქცეს უკრაინად. საქართველოში უნდა დატრიალდეს უბედურება. შიმშილობა, აქცია, აგრესიული აქცია თუ ექსტრემიზმი, ყველაფერი ამ მიზნისკენ არის მიმართული", - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.