22 აგვისტო 2026,   03:06
ვრცლად
"არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ამას გამოვრიცხავ. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ერთი ადამიანი ციხეშია, მეორე დევნილობაშია, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციებს" - გედევან ფოფხაძე

ქუჩა თუ არჩევნები - მარათონამდე 3 თვით ადრე, ორად გაყოფილი ოპოზიციური ფლანგი ისევ ვერ თანხმდება.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები არ მალავენ, რომ მათი სურვილი ხელისუფლების დამხობაა და თან რევოლუციური გზით. ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობენ.

პარლამენტთან არ დასხდნენ, თუმცა არჩევნებზე საუბარს ღალატს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

რევოლუციურ გეგმებს ემიჯნება გახარიას გუნდი, სადაც უკვე დიდი ხანია არჩევნებისთვის ემზადებიან.

"ძლიერი საქართველო" კი კოლეგებს ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდება, თუმცა მინუს ალეკო ელისაშვილი. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორი, ლიდერების დაკავების შემდეგ უკვე ღიად აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურს.

გედევან ფოფხაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პოლიტპატიმრების არსე ფონზე მიუღებელია.

"დარწმუნებული ვარ ჩვენი პოზიცია არის სწორი. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, მე ასეთ ქვეყანაში სიცოცხლე არ მინდა. საქართველოს გამარჯვება თუ გადის იმაზე, რომ ვიღაც ჩვენგანი დაზარალდება, ეს მაინც უნდა გაკეთდეს" - აცხადებს ფოფხაძე.

ის ასევე იმ პარტიებსაც პასუხობს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არიან. 

"არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ამას გამოვრიცხავ, სანამ არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტპატიმარი. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ერთი ადამიანი ციხეშია, მეორე დევნილობაშია, სრულფასოვნად როგორ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. მგონი, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციებს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები