რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი ბათუმში - ღონისძიება, რესპირაციული მედიცინის ყველა მიმართულებით, სიმპოზიუმებსა და პრეზენტაციებს მოიცავდა. კონგრესს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
აქცენტი რესპირაციული ასოციაციის საქმიანობასა და მის მნიშვნელობაზე გაკეთდა. კონგრესში, მსოფლიოს 19 ქვეყნის, 24 წამყვანმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, პროფესიული გაერთიანებების წვლილი, მათი აქტიური საქმიანობა, ზოგადად დარგის განვითარებაში. ბატონ ივანესთან ჩვენი თანამშრომლობა წლებია უკვე ხორციელდება, იმგვარად, რომ ძალიან დიდია სარგებელი, რომელსაც იღებს ამ პროფესიულ საზოგადოებასთან თანამშრომლობით სახელმწიფოს. სისტემა ვითარდება ამგვარი კონტრიბუციით,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.