23 აგვისტო 2026,   15:11
ვრცლად
უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

ევროკავშირის საბჭოზე, უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

ევროპული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკეს ტექსტს 27 წევრი სახელმწიფოდან 26-მა დაუჭირა მხარი.

ლიდერები ბრიუსელში ამ საკითხზე კიდევ ერთხელ, ოქტომბერში იმსჯელებენ.

დღის ამბები