22 აგვისტო 2026,   01:35
ვრცლად
ონლაინ პლათფორმით საზოგადოების და პოლიტიკოსების გაერთიანება - ვინ ეთანხმება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივას

პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად, პოლიტიკური რეცეპტი ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კოლეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესთავაზა. კოალიცია "ცვლილებისთვის"" ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭიროა ონლაინ პლათფორმის შექმნა, სადაც ყველა ის ადამიანი დარეგისტრირდება, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა. თავად ციხიდან, სხვებს ქუჩაზე მიუთითებს და წერს, რომ გამარჯვებას მხოლოდ პროტესტით და ხალხის სიმრავლით მიაღწევენ.

არჩევნების ონლაინ ჩატარების იდეის შემდეგ, ონაინ პლათფორმის ინიციატივას იწუნებენ გახარის გუნდში. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ , რომ მათთვის ცვლილებების გზა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადის.

ონლაინ პლათფორმით საზოგადოების და პოლიტიკოსების გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობაში". "ლელოს" წევრები კი არსებობის უფლებას ყველა ახალ იდეას აძლევენ.

პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან საზოგადოების გაერთიანების არაერთი წარუმატებელი მდელობა ახსოვს მმართველ გუნდს. "ქართული ოცნების" ლიდერები, ამბობენ რომ ქვეყნის გარედან მიღებული დახმარების, მიუხედავად ოპოზიციამ ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა ვერც გასულ წელს შეძლო და მიზანს ვერც ამჯერად მიაღწევს.

იქცევა თუ არა ციხიდან მოწოდებული იდეა რეალობად? ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, ჯერ მხოლოდ სოცვიალურიო ქსელით გახმოვანდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები