საჯარო სკოლებში პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება დაიწყო. ეს პირველად ხდება - პროექტი განათლების სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ახალციხის სოფელ ვალეს და დაბა ასპინძის საჯარო სკოლებს, პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.