20 ივნისი 2026,   21:59
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - "სინამდვილეში, სადაც რუსი სამხედრო ფეხს დგამს, მას მოაქვს მხოლოდ სიკვდილი, განადგურება და ნგრევა"

მოლაპარაკებები შეჩერებულია, თუმცა რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია და იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს რუსეთის საკუთრებაა.

"ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დააბიჯებს, ჩვენია.

მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია. სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე. ჩვენ მოვითხოვთ იმ რეალობის აღიარება, რომელიც ადგილზე წარმოიშვა,"- განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი, ანდრეი სიბიგა ამბობს, რომ რუს სამხედროს მხოლოდ სიკვდილი, განადგურება და ნგრევა მოაქვს.

 "მაშინ, როდესაც ამერის შეერთებული შტატები და დანარჩენი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობების დანაშაულებრივ შეწყვეტას, რუსეთის ომის მთავარი ომის დამნაშავე განიხილავს უკრაინული ტერიტორიის მიტაცებას და მეტი უკრაინელის მოკვლის გეგმას. პუტინის ყველა დღევანდელი გიჟური განცხადებიდან გამორჩეულია რუსი ჯარისკაცის ფეხის შესახებ. სინამდვილეში, სადაც რუსი სამხედრო ფეხს დგამს, მას მოაქვს მხოლოდ სიკვდილი, განადგურება და ნგრევა. პუტინს არ ადარდებს რუსი სამხედროები და უკრაინული დრონებით მოწყვეტილი მათი ფეხები, ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე გაანადგურა 1 მილიონი რუსი სამხედრო უაზრო სისხლისღვრაში უკრაინაში ყოველგვარი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე. 1 მილიონი სამხედრო, 2 მილიონი ფეხი,"- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი, ანდრეი სიბიგა.

დღის ამბები