22 აგვისტო 2026,   04:40
ვრცლად
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად" - გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად.

მიქანაძის განმარტებით, საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი მიკერძოებულები არიან.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც აბსოლუტურად არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით და მხოლოდ ცდილობენ დაასხან წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რადიკალების დღის წესრიგს ემსახურება. საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი მიკერძოებულები არიან და მათი მიზნები სცდება იმ რეალობას რომელიც საქართველოშია და მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციას უწყობს ხელს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები