აშშ-ის პრეზიდენტი ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ-ს შეუძლია, მარტივად მიაღწიოს შეთანხმებას მხარეებს შორის.
"აშშ-ს არაფერი საერთო არ ჰქონია დღეს ღამით, ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა თქვენკენ გამოემართება, ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არ გინახავთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!”, - წერს ტრამპი.