"მათ, ვინც ამ რეჟიმს უჭერს მხარს, განსაკუთრებით აშშ-ის მეთაურობით, უნდა აღიარონ, რომ საშინელი დანაშაულის დაგეგმვის ხელშემწყობები არიან და რულად იზიარებენ პასუხისმგებლობას შედეგებზე," - ეს განცხადება ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ამირ საიდ ირავანიმ გააკეთა.
მისივე თქმით, დღეს ისრაელის მხარდაჭერა ომის დანაშაულის მხარდაჭერას ნიშნავს.
"ეს სისხლისღვრა არა მხოლოდ უკანონო, არამედ ამორალური იყო. გათვლილი აგრესიის საშინელი დემონსტრირება. ეს სახელმწიფო ტერორიზმის და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ცხადი სურათია. მათ, ვინც ამ რეჟიმს უჭერს მხარს, განსაკუთრებით აშშ-ის მეთაურობით, უნდა აღიარონ, რომ საშინელი დანაშაულის დაგეგმვის ხელშემწყობები არიან და რულად იზიარებენ პასუხისმგებლობას შედეგებზე. დღეს ისრაელის მხარდაჭერა ნიშნავს ომის დანაშაულის, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განზრახ განადგურების მხარდაჭერას. ეს ოპერაცია ჩატარდა იმიტომ, რომ ალტერნატივა განხილული არ იყოს," - განაცხადა ამირ საიდ ირავანიმ.