21 ივნისი 2026,   04:18
ვრცლად
"ანტონიო გუტიერეშმა მხარეებს მოუწოდა გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და ნებისმიერ ფასად აირიდონ კონფლიქტის გაღრმავება, რასაც რეგიონი რთულად გადაიტანს" - სტეფანი ტრემბლეი

"ანტონიო გუტიერეშმა დაგმო ნებისმიერი სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. გენერალური მდივანი განსაკუთრებით შეშფოთებულია ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებით, რადგან ამჟამად, ირანის ბირთვული პროგრამის სტატუსის შესახებ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - ამის შესახებ გაეროს ასოცირებულმა პრესსპიკერმა, სტეფანი ტრემბლეიმ განაცხადა.

"გენერალურმა მდივანმა გაიხსენა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ვალდებულება, მოქმედებდნენ გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მან მხარეებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და ნებისმიერ ფასად, თავიდან აირიდონ კონფლიქტის გაღრმავება, რასაც რეგიონი რთულად გადაიტანს," - აცხადებს ტრემბლეი.

დღის ამბები