22 აგვისტო 2026,   02:37
ვრცლად
საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია პოლონეთის საელჩოსთან - ახალგაზრდებმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, მათ დონალდ ტუსკის ის განცხადება გააპროტესტეს, რომელიც პოლონეთის პრემიერმა ორი დღის წინ გააკეთა და, სადაც მან რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისაუბრა.

"გამოვიდეს ბატონი ტუსკი და ქართულ საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში ამ დაუმსახურებელი შანტაჟისა და მუქარის ენით საუბროს გამო. მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს და მოვედოთ აქ საელჩოსთან ახალგაზრდები, რომ მოვითხოვთ ქართველ საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები