UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სამშობლოშია. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა მასსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართულ დიალოგზე, რომელიც ჩემპიონატს ესწრებოდა.
"რაც შეეხება დონალდ ტრამპსა და ჩემ შორის საუბარს, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მცირე საუბარი იყო. რა თქმა უნდა, ვახსენე ჩემი ქვეყანაც და დავუდასტურე ჩემი პატივისცემა. მანაც მითხრა, რომ მოეწონა ჩემი ჩხუბი," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
იუეფსის ჩემპიონი ამ წუთებში რიყის პარკში იმყოფება და გულშემატკივრებს ხვდება. დვალიშვილი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. მას ქართველმა გულშემატკივრებმა დახვედრა მოუწყვეს. დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად იმყოფება, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც ბაქოში UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს დაიცვა, მან ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.