22 აგვისტო 2026,   04:20
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება 11 ივნისს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15°, დღისით +33°.

დღის ამბები