"ეს სიმღერაა საქართველოსი" - ამ სახელწოდებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თამარ გვერდწითელის საღამო გაიმართა.
მომღერალთან ერთად მაყურებელმა მოუსმინა დავით მაზანაშვილის ბენდსა და თბილისის ქალთა კამერულ ორკესტრს. საღამოზე ყველა ის სიმღერა შესრულდა, რომლითაც ქართველმა მსმენელმა მომღერალი გაიცნო და წლების განმავლობაში ასე ძალიან უყვარს.