21 ივნისი 2026,   08:14
ვრცლად
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბრძოლა გარე ჩარევასთან და შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს

მმართველი გუნდი ევროპარლამენტს და დიდ ბრიტანეთს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ებრძოლონ გარე ჩარევას, უწონებს, თუმცა, ამ ფონზე, სახელისუფლებო პარტიისთვის კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ ერევიან თავად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებსაც იხსენებს.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები არარელევანტურია. ამტკიცებენ, რომ ევროპაში პოლიტიკური კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებენ და გარე ჩარევისგან დაცვა ყველასთვის თანაბრად პრიორიტეტულია, გამონაკლისი კი ვერც საქართველო იქნება. "ქართული ოცნება" უსამართლოს უწოდებს იმ კრიტიკას, რომელიც ამ მიმართულებით სახელისუფლებო პარტიის მისამართით ისმის.

ევროპარლამენტსა და დიდ ბრიტანეთს შორის, გარე ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, წინ ორდღიანი მოლაპარაკებები უძღოდა.

დღის ამბები