21 ივნისი 2026,   17:35
ვრცლად
ქართული ღვინის 8 000 წლიან ისტორიას ამჯერად პოლონეთის დედაქალაქში ეცნობიან

ქართული ღვინის 8 000 წლიან ისტორიას ამჯერად პოლონეთის დედაქალაქში ეცნობიან. ვარშავაში, საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოდან 24 კომპანიაა წარმოდგენილი. ღვინის მწარმოებლები ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არაერთმა იმპორტიორმა, სომელიემ და ღვინის ინდუსტრიის სპეციალისტმა გამოხატა.

ღონისძიების მიზანი, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. უცხოელი სტუმრებისთვის სამი მასტერკლასი გაიმართა.

პოლონეთი საქართველოსთვის რომ ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, ამაზე ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ. სწორედ ვარშავაში იყიდება ყველაზე მეტი ქართული ღვინო. საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში, მეწარმეებმა მხარდაჭერა პოლონეთში, საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

ქართული ღვინის დეგუსტაცია და სასწავლო შეხვედრები, პოლონეთში მთელი წლის მანძილზე გაიმართება. პროდუქცია ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებზეა წარმოდგენილი.

დღის ამბები