საგარეო და ევროპასთან ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა, ეუთოს საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც იტალიის პარლამენტში გაიმართა.
ფორუმში 80-მდე პარლამენტის წევრი ჩაერთო. მათ კორუფციასთან ბრძოლისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს.
"საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი, ყოვლისმომცველი და რელევანტური სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო. მეორე, ეფექტიანად მოქმედი და მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების ინსტიტუტები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. და მესამე, სოციალური ინტეგრაცია და არასადამსჯელო ინსტრუმენტები, მათ შორის, ეკონომიკის გაძლიერება, საგანმანათლებლო და სათემო პროგრამები. ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, მაგრამ ის ყოველთვის ფესვებს იკიდებს მაშინ, როდესაც ვადუნებთ ყურადღებას და ვკარგავთ ერთიანობას. შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქართველო მზადაა გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმაოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.