23 აგვისტო 2026,   12:31
ვრცლად
"გამოქვეყნდა ევრობარომეტრის კვლევა, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ეროვნულ მთავრობას 51%-ი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის ლიდერები ყოველდღიურად გვიძღვნიან რეზოლუციებს" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევრობარომეტრის ანგარიშში, საქართველოს ეროვნულ მთავრობას საპარლამენტო არჩევნებში 51% უფიქსირდება.

როგორც ზარქუამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის ლიდერები ყოველდღიურად უძღვნიან მათ რეზოლუციებს, მაინც ვერ დამალეს "ქართული ოცნების" მიერ არჩევნებში მიღებული რეალური შედეგი.

"გუშინ გამოქვეყნდა ევრობარომეტრის კვლევა, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ჩვენ შეხება არ გვაქვს. იქაც კი, ეროვნულ მთავრობას 51%-ი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის ლიდერები ყოველდღიურად გვიძღვნიან რეზოლუციებს. მათაც კი ვერ დამალეს და აგერ ფაქტია, 51%-ი დაწერეს. თქვენ გგონიათ "ლელოები" და "ნაცები", რომლებიც ჩვენთვის "კოლექტიური ნაცმოძრაობაა", საზოგადოებისთვის რამეს მიიღებენ? არა. ისინი მონაწილეობენ იმისთვის, რომ ისევ ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანონ ამ ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები