საჯარო სამსახურში დასაქმებული მრჩევლების პოზიცია მალე არაანაზღაურებადი გახდება. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია, კანონად ქცევას კი 3 მოსმენა აშორებს.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს ორმაგი დასაქმება შეეზღუდებათ. კანონპროექტის ავტორის თქმით, ინიციატივის მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ოპტიმიზაციაა.
ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვას ემსახურება, მისასალმებელია.
"ქართული ოცნების" ლიდერები ოპოზიციის მხრიდან მორიგ სპეკულაციებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.
ახალი კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დაინიცირდა. მომდევნო კვირიდან მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განიხილავენ.