22 აგვისტო 2026,   04:37
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მეგა შოუს, "საქართველოს ხმის" მუსიკალური მარათონი გრძელდება - ქვეყნის მასშტაბით აღმოჩენილი საუკეთესო მომღერლები საქართველოს ხმის სტატუსის მოსაპოვებლად პირდაპირ ეთერში იბრძვიან

"რუსთავი 2"-ის მეგა შოუს, "საქართველოს ხმის" მუსიკალური მარათონი გრძელდება - მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმოჩენილი საუკეთესო მომღერლები საქართველოს ხმის სტატუსის მოსაპოვებლად უკვე პირდაპირ ეთერში იბრძვიან.

ლაივ კონცერტების სერია ქართული კინომუსიკის ტურით გაიხსნა და დიდ სცენაზე ლეგენდარული ქართული კინოს ჰანგები გაჟღერდა. შედევრები, რომელიც ყველა თაობის მუსიკალურ მეხსიერებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

შოუს ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას ჟიური ვეღარ იღებს. ყველაფერი გულშემატკივრის ხმებზეა დამოკიდებული. სწორედ მაყურებლის მხარდაჭეერით, შემდეგ ტურში 8 კონკურსანტი გადავიდა, ხოლო ორი მონაწილე, რომლებმაც ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს, პროექტს გამოეთიშა.

ამ ტურში, ხალხის რჩეული16 წლის მომღერალი ბექა მაისურაძე გახდა.

პირველ ლაივ კონცერტს, რა თქმა უნდა, ოქროს ბილეთის მქონე სამი მონაწილეც შეუერთდა და დანარჩენებთან ერთად შემდეგ ტურში გადასასვლელად თანაბრად იბრძოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლაივ კონცერტის ეტაპზე ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას არ იღებენ, მათი სიტყვა გულშემატკივრისთვის უმნიშვნელოვანესია. ჟიურის შეფასება მაყურებელს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

ჟიურის დადებითი შეფასება პირველ ლაივ შოუზე სხვა მონაწილეებთან ერთად ერეკლე თურქაძემაც დაიმსახურა, რომელმაც ნამღერი ემიგრაციაში მყოფ მამას მიუძღვნა.

რამდენიმე ეტაპიანი მუსიკალური ბრძოლა გრძელდება, შემდეგ ლაივ შოუზე პროექტს კიდევ ერთი მონაწილე დატოვებს, საბოლოოდ კი ქართული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი სწორედ ამ სცენაზე დაიბადება და საქართველოს ხმა გახდება.

დღის ამბები