22 აგვისტო 2026,   04:39
ვრცლად
"2025 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა" - ევროპარლამენტი ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, - ამ საკითხზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი.

"2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ რელიზში.

დღის ამბები