"რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ყველაზე ქართული მუსიკალური მეგა პროექტის "საქართველოს ხმის" პირველი LIVE კონცერტი იწყება. დღეიდან, 10 საუკეთესო კონკურსანტი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში საქართველოს ხმის სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლას დაიწყებს.
პროექტი უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს და მოუსმენს ქართული სიმღერების 10 საუკეთესო შემსრულებელს. საქართველოს ხმის პირველი LIVE კონცერტი ქართული კინომუსიკის ტურით გაიხსნება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი