18 აგვისტო 2026,   08:56
ვრცლად
პირველი მშრალი პორტი საქართველოში - თბილისში სარკინიგზო, საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში პირველი სარკინიგზო, საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. წლის განმავლობაში თბილისის მშრალი პორტი, როგორც საქართველოს საზღვაო პორტებიდან, ასევე ცენტრალური აზიიდან 100 000 კონტეინერის გატარებას შეძლებს. ახალი ლოგისტიკური ცენტრი დღეს პრემიერ მინისტრმა ვიცე პრემიერთან ერთად გახსნა.

ქართული პორტების მომსახურების პარალელურად, თბილისის მშრალ პორტს საკვანძო როლი აქვს შუა დერეფნის განვითარების და დაკავშირებადობის გაზრდის კუთხითაც. პორტის სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან სხვადასხვა ტიპის ტვირთის დახარისხების და დამუშავების საშუალებას იძლევა.

მშრალი პორტის პროექტს არაბულ კომპანია "აბუ დაბი პორტს გრუპი" ახორციელებს. დღეს ტერმინალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრიც. აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა სიტყვით გამოსვლაში საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაშიც უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს კომპანია "ემაარ ჯგუფთან" გაფორმებულ იმ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.

 

დღის ამბები