23 აგვისტო 2026,   14:54
ვრცლად
თეა წულუკიანი -  ხონის სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან აკრძალული

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველი გასვლითი სხდომა გამართა. კომისიის წევრები ხონში, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც წლების წინ სამარტოო საკნები და კარცერები იყო. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს.

"კარცერების სისტემა, როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, რომ ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორიც იყო 2007-2009 წლებში. კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან აკრძალული და დაკარგული. ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში და დასკვნას თან დაერთვება როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ხონის მე-13 დაწესებულების, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობის. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ [ხონის] კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი. 

დღის ამბები