ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.