სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და "ფიტნეს ჩელენჯის" საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ სანტოხასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, რისთვისაც საქართველოს სპორტის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და საქართველოს ბოდიბილდინგის ფედერაციის პრეზიდენტი ნუცა ზურაბიშვილი.