"საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვილსას განაცხადა.
ვიქტორ ორბანის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში.
"ძვირფასო მეგობრებო, 20% ამ ქვეყნისა არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ მან ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და გახდა ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.