გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციას გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შესრულებას, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, ნარჩენების მართვის, ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს. ასევე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე.