22 აგვისტო 2026,   05:49
ვრცლად
ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი ძალაში 3 დღეში შევა - კანონპროექტის ავტორის თქმით, მიზანი უცხო ქვეყნის გავლენებისგან საქართველოს დაცვაა

ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგის ამოქმედებამდე 3 დღით ადრე, კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიზანი უცხო ქვეყნის გავლენებისგან საქართველოს დაცვაა. არჩილ გორდულაძეს იმედი აქვს, რომ ამერიკული კანონის ქართული ანალოგი უცხოური ფულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემას მოაგვარებს.

16-გვერდიანი კანონის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტულად არ პასუხობენ კითხვას, დაემორჩილებიან თუ არა კანონს, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. ამბობენ, რომ ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი შემზღუდავია და ქართულ რეალობას არ შეესაბამება.

"ქართული ოცნების" ლიდერები USAID-ისა და NED-ის მაგალითს იხსენებენ და ამბობენ, რომ ამერიკული FARA-ს ასლის ამოქმედება, უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი 31 მაისიდან ამოქმედდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები