22 აგვისტო 2026,   10:11
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღეს კრიტიკული გზავნილები "ვაიმარის სამკუთხედის" წევრებისაგან - რა შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

საფრანგეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი თანაავტორია იმ საერთო განცხადების, რომელიც ემანუელ მაკრონის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერების სახელით გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრს კითხვები ამ წერილის შინაარსთან დაკავშირებით აქვს. ამავე დროს ირაკლი კობახიძისთვის პროტოკოლის და ეტიკეტის დარღვევაა ისიც, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ტექსტი "ვაიმარის სამკუთხედის" წევრებმა კრიტიკისთვის გამოიყენეს.

ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ. ხელისუფლების ქმედებებს კი გმობენ და მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა. სამივე ქვეყნის ლიდერი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიალოგში პრობლემას თავადაც ვერ ხედავენ, თუ ის ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხს საფრთხეს არ შეუქმნის.

პარტნიორების პოზიცია თბილისში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მცდელობად შეაფასეს, თუმცა ოპოზიციისთვის გზავნილები არა კრიტიკა, არამედ მეგობრული რჩევაა.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში სახელმწიფოთა შორის კრიტიკა არ უკვირთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის რასაც საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავენ კრიტიკას სცდება.

დღის ამბები