23 აგვისტო 2026,   17:46
ვრცლად
სამხედრო ტექნიკა, შეიარაღებისა და თავდაცვის საშუალებები - ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხედრო გამოფენა ქვეყნის 21 ქალაქში გაიმართა

ეროვნულმა დღესასწაულმა საზეიმო ღონისძიების ყველაზე პატარა სტუმარი დაარწმუნა, რომ ქვეყნის სადარაჯოზე დგომა უნდა ეამაყებოდეს. თავისუფლების 107-ე წლისთავის აღსანიშნად, თავისუფლების მოედანზე პატარა ჯარისკაცთან ერთად ბევრი მისი თანატოლიც მივიდა. როგორც ბავშვების, ისე მათი მშობლების ყურადღება, ტრადიციულად, საქართველოსა და უცხოეთში შექმნილმა თავდაცვის ძალების ტექნიკამ მიიქცია.

საარტილერიო დანადგარი "დანა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ-160, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა ”ატლასი”, ჯავშანტრანსპორტიორი "ვურანი" - ეს იმ ტექნიკის მცირე ჩამონათვალია რაც დღეს საქართველოს მასშტაბით გამოიფინა. 26 მაისთან დაკავშირებით ტრადიცია "დელტამ" წელსაც არ დაარღვია და თავისუფლების მოედანზე მისულ დამთვალიერებლებს სრულიად ახალი ჯავშან ტრანსპორტიორი გააცნო.

"დიდგორის" სხვადასხვა მოდიფიკაციებთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში დამთვალიერებლებმა უცხოური ჯავშანტრანსპორტიორების ნახვა შეძლეს. თელავსა და რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მისულმა ადამიანებმა, თავდაცვის ძალების სამხედრო არსენალზე დეტალური ინფორმაცია პროფესიონალი ინსტრუქტორებისგან მიიღეს.

გამონაკლისი, არც მცხეთა, გორი, ქუთაისი და ზუგდიდი ყოფილა, სადავ თავდაცვის ძალების ტექნიკასა და აღჭურვილობას მრავალი ადამიანი გაეცნო.

როგორც "დელტას" ისე უცხოური წარმოების ტექნიკა გამოიფინა, ზღვისპირა ქალაქებშიც. ბათუმში მსურველებს ქართული სამხედრო არსენალის დათვალიერება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. თავდაცვის ძალების აღჭურვილობასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებს გაეცნენ ფოთში.

ჯავშანტექნიკა, სამხედრო მომსახურების აღჭურვილობა, ოპტიკური ხელსაწყოები, ავტომატები, ჯაველინის გამშვები და სიმულატორი, ყუმბარმტყორცნები, თავდაცვის ძალების კუთვნილი შეიარაღება და ტექნიკა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს, 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინა.

დღის ამბები